მაღალი ხარისხის საღებავები
ძებნა
Geo Eng
სიახლეების გამოწერა
გამოწერა
კატეგორიები
პროდუქტის შეფასება:
FUNGICIDE
უსუნო, არატოქსიკური ფუნგიციდი, გამოიყენება ინტერიერსა და ექსტერიერში სტერილიზაციის,
გაწმენდისა და ზედაპირის დასაცავად ბაქტერიებისაგან, სოკოსგან, მიკროორგანიზმებისა და
წყალმცენარეებისაგან. იდეალურია ინტერიერში ორთქლ-კონდენსაციისა და მაღალი ტენიანობის პირობებში
შეღებილ ზედაპირზე სოკოს ზრდის შესაჩერებლად. FUNGICIDE CLEANER ეფექტურია ხავსის მოსაშორებლად,
რომელიც წარმოიქმნება წყალმცენარეებისაგან ექსტერიერის ზედაპირზე - კედელზე, ქვაზე, აგურზე და
ბასეინზე. FUNGICIDE CLEANER აგრეთვე გამოიყენება, როგორც მიკროორგანიზმებისა და ბაქტერიების
გასაქრობად, აგრეთვე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისათვის სამზარეულოში, სააბაზანოში,
რესტორნებში, სასტუმროებში, კვების მრეწველობის ობიექტებში და სხვ.
გამოიყენება: ობიან ან ნესტისგან გამოწვეულ პრობლემურ ზედაპირზე ქალაქგარეთ ან სანაპიროს
სიახლოვეს მდებარე სახლებში, სადაც ტენიანობა განსაკუთრებული მაღალია. ასევე გამოიყენება
მიკროორგანიზმებისა და სოკოსაგან გაწმენდისა და სტერილიზაციის მიზნით სამზარეულოებში,
რესტორნებში, სასტუმროებსა და კვების მრეწველობის ობიექტებში.
დაფარვის უნარიანობა: დაახლოებით 1ლ./16-20მ², დამოკიდებულია ზედაპირის ფორებზე.
შრობის ხანგრძლივობა - შემეგი ფენა: სოკოსა და ობის ზრდის ნეიტრალიზაციის მიზნით
გააჩერეთ 24 საათი პროდუქტის სრულ აქტივიზაციამდე, შემდეგ სრულად გაასუფთავეთ სოკოსა და
ობისგან დაზიანებული საფარი და ჩამორეცხეთ სუფთა წყლით. დაელოდეთ სრულ გაშრობას და შემდეგი
ფენა წაუსვით 1-2 საათის შემდეგ. დაელოდეთ გაშრობას 1-2 საათი დაცვისა და სტერილიზაციის მიზნით.
მოხმარებისა და შრობის დროს ტემპერატურა უნდა აღემატებოდეს 8oC.
ფერები: გამჭვირვალე.
დაფასოება: 1 ლ.
მსგავსი პროდუქტები