მაღალი ხარისხის საღებავები
ძებნა
Geo Eng
სიახლეების გამოწერა
გამოწერა
კატეგორიები
პროდუქტის შეფასება:
AQUATONE
წყალზე ბაზირებული აკრილის ემალის საღებავი გამოიყენება ინტერიერისა და ექსტერიერის ნებისმიერ
ზედაპირზე, როგორიცაა: ხე, მეტალი, მინა და PVC. იგი გამოირჩევა დიდი გამძლეობით მკაცრი ბუნებრივი
პირობებისა და რეცხვის მიმართ, ხანგრძლივად უნარჩუნებს ზედაპირს პირვანდელ სახეს, რაც მას
აქცევს იდეალურ პროდუქტად კედლებისთვისაც კი. მისი მოხმარება მარტივია, ზედაპირზე ნაწილდება
ერთგვაროვნად და თანაბრად, გააჩნია კარგი დაფარვის უნარი და მისი გამოყენება უზრუნველყოფს
შესანიშნავ საბოლოო ფენას, რაც ხანგრძლივად იცავს ზედაპირს და უნარჩუნებს მას სილამაზეს. AQUATONE
ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია, უსუნოა და არ ყვითლდება.
გამოიყენება: ინტერიერისა და ექსტერიერის ნებისმიერ ზედაპირზე: ხე, მეტალი, მინა, PVC და კედლებზე.
დაფარვის უნარიანობა: 1ლ./12-14მ2 სათანადოდ მომზადებულ ზედაპირზე. დამოკიდებულია
ზედაპირის სტრუქტურასა და მოხმარების მეთოდზე.
შრობის ხანგრძლივობა - შემდეგი ფენა: შეხებით მშრალი 1 საათში. შემდეგი ფენა ესმება 6 საათის
შემდეგ. ცივი ან ნესტიანი ამინდის პირობებში შრობის დრო მატულობს. მოხმარებისა და შრობის დროს
ტემპერატურა უნდა აღემატებოდეს 8οC.
ფერები: ხელმისაწვდომია თეთრი - პრიალა და ნახევრად პრიალა საბოლოო ფენა. AQUATONE
შესაძლებელია აირიოს განუსაზღვრელი რაოდენობით ფერში VERNILAC-ის COLOR CREATIONS დანადგარის
საშუალებით.
დაფასოება: 750 მლ. / 2,5 ლ.
მსგავსი პროდუქტები