მაღალი ხარისხის საღებავები
ძებნა
Geo Eng
სიახლეების გამოწერა
გამოწერა
კატეგორიები
პროდუქტის შეფასება:
AQUALASUR
ახალი თაობის, წყალზე ბაზირებული, შეღებილი ხის დამცავი ანტისეპტიკი გამოიყენება ინტერიერსა და
ექსტერიერში ხის ნებისმიერ ზედაპირზე. იგი ღრმად აღწევს ხის ფორებში და იცავს მას ხის ჭიის, სოკოს,
ობის, ლპობის, მწერებისა და ცისფერი ლაქებისაგან. იდეალურია ხის ნებისმიერი ზედაპირისათვის,
როგორიცაა: კარი, ფანჯარა, ჩარჩო, ტალავერი, ღობე, ბაღის ავეჯი და განსაკუთრებით ინტერიერის იმ
ელემენტების ხის ზედაპირისათვის, რომელთა გადაადგილება გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს.
AQUALASUR უსუნოა, წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს და გააჩნია დიდი გამძლეობა
მკაცრი ბუნებრივი პირობების მიმართ, როგორიცაა: მზის ნათება, ნესტი და ყინვა. AQUALASUR გამოირჩევა
ელასტიურობით, არ სკდება, არ იკეთებს ბუშტებს, არ იქერცლება და უზრუნველყოფს ზედაპირის ხანგრძლივ
დაცვასა და სილამაზეს.
გამოიყენება: ინტერიერისა და ექსტერიერის ხის ნებისმიერ ზედაპირზე.
დაფარვის უნარიანობა: დაახლოებით 1ლ./10მ². დამოკიდებულია ზედაპირის სტრუქტურასა და მოხმარების
მეთოდზე.
შრობის ხანგრძლივობა - შემდეგი ფენა: შეხებით მშრალი 30 წუთში. შემდეგი ფენა ესმება 1-2 საათის
შემდეგ. ცივი ან ნესტიანი ამინდის პირობებში შრობის დრო მატულობს. მოხმარებისა და შრობის დროს
ტემპერატურა უნდა აღემატებოდეს 10οC. მოხმარების დროს ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 75%.
ფერები: ხელმისაწვდომია უფერო, 10 ფერი AQUALASUR ფერთა კატალოგიდან და ხის 88 თანამედროვე
ტონი MODERN & CLASSIC-ის ფერთა კატალოგიდან.
დაფასოება: 750 მლ. / 2,5 ლ. / 12 ლ.
მსგავსი პროდუქტები