მაღალი ხარისხის საღებავები
ძებნა
Geo Eng
სიახლეების გამოწერა
გამოწერა
კატეგორიები
პროდუქტის შეფასება:
DUROCRYL
ეკონომიური ემულსიური საღებავი 100% აკრილის ფისის შემადგენლობით გამოიყენება ექსტერიერის
ნებისმიერ ძველ და ახალ ზედაპირზე, როგორიცაა: ბეტონი, თაბაშირი, ხე, აზბესტო–ცემენტი, აგური და
სხვ. ზედაპირზე ესმება მარტივად, გლუვად და თანაბრად. შრება სწრაფად, გამოირჩევა ძლიერი ადჰეზიითა
და შესანიშნავი დაფარვის უნარით. DUROCRYL-ს აქვს ხანძარსაწინააღმდეგო თვისება, ხელს უშლის
ცეცხლის გავრცელებას და უზრუნველყოფს ერთგვაროვან, წყალგამძლე გლუვ საბოლოო ფენას მაღალი
ორთქლგამტარიანობის მქონე ზედაპირით.
გამოიყენება: ექსტერიერის ყოველ კედელსა და ზედაპირზე: ბეტონი, თაბაშირი, აგური, აზბესტო–ცემენტი, ხე, და სხვ.
დაფარვის უნარიანობა: დაახლოებით 1ლ./12-14მ², სათანადოდ მომზადებულ ზედაპირზე.
დამოკიდებულია ზედაპირის სტრუქტურასა და მოხმარების მეთოდზე.
შრობის ხანგრძლივობა - შემდეგი ფენა: შეხებით მშრალი 1 საათში. შემდეგი ფენა ესმება 3 საათის
შემდეგ. ცივი ან ნესტიანი ამინდის პირობებში შრობის დრო მატულობს. საღებავის მოხმარებისა და შრობის
დროს ტემპერატურა უნდა აღემატებოდეს 10oC.
ფერები: ხელმისაწვდომია თეთრი ფერი. DUROCRYL შესაძლებელია აირიოს განუსაზღვრელი რაოდენობით
ფერში VERNILAC-ის COLOR CREATIONS დანადგარის საშუალებით.
დაფასოება: 750 მლ. / 3 ლ. / 9 ლ
მსგავსი პროდუქტები