მაღალი ხარისხის საღებავები
ძებნა
Geo Eng
სიახლეების გამოწერა
გამოწერა
კატეგორიები
პროდუქტის შეფასება:
WOOD STAIN
მაღალი ხარისხის გამჭვირვალე ხის ფერი უნარჩუნებს ხის ზედაპირს სილამაზეს სტრუქტურის დაზიანების
გარეშე. იგი შექმნილია ავეჯის და ხის ნებისმიერი ზედაპირის შეღებვისა და დეკორისათვის ინტერიერში
და მკვეთრად ავლენს ხის ბუნებრივ სილამაზეს. WATER-BASED WOOD STAINS ამდიდრებს ხის ზედაპირს,
შრება სწრაფად და უზრუნველყოფს განსხვავებული ხის ფაქტურის მქონე ზედაპირის ერთგვაროვნებას.
მისი გამოყენება ძალზედ მარტივია, გამოირჩევა ზედაპირზე თანაბარი გაშლით, არ იწვევს კიდეების
გამუქებას და არ ზიანდება პოლიურეთანის და ნიტროცელულოზის გრუნტისა და საღებავის საბოლოო
ფენის გამოყენებისას. WATER-BASED WOOD STAINS-ის ფერების ერთმანეთში არევის შესაძლლებლობა
საკუთარი ფერის შექმნის საშუალებას აძლევს პროფესიონალებს (არქიტექტორებს, დიზაინრებს და სხვ.). იგი
ეკოლოგიურად სუფთაა და არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს.
გამოიყენება: ინტერიერში ავეჯსა და ხის ნებისმიერ ზედაპირზე.
დაფარვის უნარიანობა: დაახლოებით 1ლ./4-6მ². დამოკიდებულია ხის შეწოვის უნარსა და მოხმარების
მეთოდზე.
შრობის ხანგრძლივობა - შემდეგი ფენა: შეხებით მშრალი 20 წუთში. შემდეგი ფენა ესმება 4-24 საათის
შემდეგ. ცივი ან ნესტიანი ამინდის პირობებში შრობის დრო მატულობს. მოხმარებისა და შრობის დროს
ტემპერატურა უნდა აღემატებოდეს 5οC.
ფერები: ხელმისაწვდომია 182 განსხვავებული ფერი HARMONY & STYLE-ის ხის ტონების კატალოგიდან. ხის
ფერთა კოლექცია წარმოგიდგენთ კლასიკური, თანამედროვე, მოდური და მეტალის ხის ტონების 4 თავისგან
შემდგარ კატალოგს.
დაფასოება: 0,80 მლ. / 4 ლ. / 10 ლ.
მსგავსი პროდუქტები