მაღალი ხარისხის საღებავები
ძებნა
Geo Eng
სიახლეების გამოწერა
გამოწერა
კატეგორიები
პროდუქტის შეფასება:
WOOD ADHESIVE D2
უმაღლესი ხარისხის გამჭვირვალე ხის წებო გამოიყენება ინტერიერში. იგი არ საჭიროებს გამხსნელს,
იდეალურია, როგორც ჰორიზონტალური, ასევე ვერტიკალური ზედაპირის შესაწებებლად, უსუნოა, სწრაფად
შრება, შრობის შემდეგ ხდება გამჭვირვალე და არ ტოვებს ხის ზედაპირზე ლაქებს. გამოირჩევა მდგრადობით
ვიბრაციის, დარტყმისა და გაჭიმვის დროს და უზრუნველყოფს სწრაფ და ეფექტურ შეერთებას. ATLACOLL
45 აწებებს ყველა ტიპის რბილ და მყარ ხეს, დაპრესილ ხეს, ფანერას, MDF და სხვ. იგი იდეალური წებოა ხის
სხვადასხვა კონსტრუქციების კოტებით შესაერთებლად. მისი გამოყენებით ასევე შესაძლებელია შეაწებოთ
პენოპლასტი, მუყაო, თაბაშირ-მუყაო, ქაღალდი და სხვ.
გამოიყენება: ყველა ტიპის რბილ და მკვრივ ხეზე, დაპრესილ ხეზე, ფანერაზე, MDF და ხის სხვადასხვა
კონსტრუქციებზე კოტებით შესაერთებლად. ასევე შესაძლებელია შეაწებოთ პენოპლასტი, მუყაო, თაბაშირ-
მუყაო, ქაღალდი და სხვ.
მოხმარება: 80-180გ./1მ². დამოკიდებულია ხის სახეობაზე, შეერთებისა და გადაბმის ტიპზე.
შრობის ხანგრძლივობა: მოქმედებას იწყებს დაახლოებით 30-40 წუთში. დამოკიდებულია
ტემპერატურასა და ტენიანობაზე. ATLACOLL 45-ის სრულ ამოქმედებასა და გააქტიურებამდე დაიცადეთ 24
საათი. მოხმარებისა და შრობის დროს ტემპერატურა უნდა აღემატბოდეს 5oC. მოხმარებისა და შრობის დროს
ზედაპირის ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 8-10%.
ფერები: ხელმისაწვდომია თეთრი ფერი, რომელიც შრობის შემდეგ ხდება გამჭვირვალე.
დაფასოება: 0,20 კგ. / 0,50 კგ. / 0,75 კგ. / 1 კგ. / 5 კგ. / 20 კგ.
მსგავსი პროდუქტები