მაღალი ხარისხის საღებავები
ძებნა
Geo Eng
სიახლეების გამოწერა
გამოწერა
კატეგორიები
პროდუქტის შეფასება:
DUROCRYL fiber flex
რეზინის წყალგაუმტარი ბოჭკოებით გაძლიერებული ფასადის ემულსიური საღებავი იდეალურია ექსტერიერის
კედლებისა და ფასადების შესაღებად და იზოლაციისათვის. იგი წარმოადგენს უახლეს, ტექნოლოგიურად
გაუმჯობესებულ საღებავს, შეიცავს აკრილის ფისს და უზრუნველყოფს დამცავ გარე საფარს, რომელიც ხანგრძლივად
უნარჩუნებს ზედაპირს სილამაზეს. DUROCRYL FIBER FLEX წარმოადგენს ძლიერი, მკვრივი, ელასტიური და
წყალგაუმტარი საღებავის ფენას, რომელიც უძლებს ზედაპირის გაფართოებასა და შეკუმშვას, ინარჩუნებს საკუთარ
თვისებებს მკვეთრ ბუნებრივ პირობებში -20oC–დან +80oC–მდე. DUROCRYL FIBER FLEX ფარავს პატარა ბზარებსა
და უმნიშვნელო დეფექტებსაც კი. გამოიყენება როგორც ახალ, ასევე ემულსიის ან აკრილის საღებავით დაფარულ
ძველ ზედაპირზე. თუ ზედაპირი კარგ მდგომარეობაშია გათავისუფლებთ კედლის წინასწარი მომზადებისა და
დაგრუნტვისაგან. DUROCRYL FIBER FLEX აძლევს ზედაპირს სუნთქვის საშუალებას, უზრუნველყოფს ორთქლის
გამტარიანობას და რჩება დაუზიანებელი ამინდის მკვეთრ პირობებში - წვიმა, თოვლი, ყინვა, ულტრაიისფერი
რადიაცია, ნესტი, ობი, ქიმიური დაბინძურება ურბანულ ან ინდუსტრიულ რაიონებში. DUROCRYL FIBER FLEX
უზრუნველყოფს თეთრ ან ფერად საბოლოო ფენას, რომელიც ხანგრძლივად იცავს ზედაპირს და უნარჩუნებს
მას პირვანდელ სილამაზეს. მას აქვს ხელსაყრელი ფასი ხარისხთან მიმართებაში და, შესაბამისად, ეკონომიური
გადაწყვეტილებაა წყალგამტარიანობისა და ფასადის შეღებვისათვის.
გამოიყენება: ექსტერიერის ყოველ ახალ ან შეღებილ ზედაპირზე: ბეტონი, თაბაშირი, თაბაშირ–მუყაო, აგურის ან ქვის
წყობა და სხვ.
დაფარვის უნარიანობა: დაახლოებით 1ლ./12-14მ², ერთ ფენაზე, სათანადოდ მომზადებულ ზედაპირზე.
დამოკიდებულია ზედაპირის სტრუქტურაზე.
შრობის ხანგრძლივობა - შემდეგი ფენა: შეხებით მშრალი 1 საათში. შემდეგი ფენა ესმება 3 საათის შემდეგ. ცივი ან
ნესტიანი ამინდის პირობებში შრობის დრო მატულობს.
ფერები: ხელმისაწვდომია თეთრი ფერი. DUROCRYL FIBER FLEX შესაძლებელია აირიოს განუსაზღვრელი
რაოდენობით ფერში VERNILAC-ის COLOR CREATIONS დანადგარის საშუალებით.
დაფასოება: 3 ლ. / 9 ლ.
მსგავსი პროდუქტები