მაღალი ხარისხის საღებავები
ძებნა
Geo Eng
სიახლეების გამოწერა
გამოწერა
კატეგორიები
პროდუქტის შეფასება:
MONOSEAL
100% აკრილის ელასტიური საფარი გამოიყენება ექსტერიერში ახალ და ძველ კედლებსა თუ ფასადზე
იზოლაციის მიზნით. გამოირჩევა ძლიერი ადჰეზიის უნარით და ქმნის მკვრივ, წყალგაუმტარ მემბრანას,
ანიჭებს ზედაპირს სუნთქვის საშუალებას და იცავს მას პერიოდული თუ მუდმივი ნესტისაგან ტემპერატურის
მოულოდნელი ცვლილებების დროსაც კი. MONOSEAL ზედაპირზე ნაწილდება მარტივად და თანაბრად
ინარჩუნებს რა ელასტიურობას ტემპერატურის შემდეგ დიაპაზონში: -20οC-სა და 120οC-ს შორის. იგი ფარავს
ზედაპირის უმნიშვნელო ბზარებსაც კი და ხელს უშლის მათ ხელახალ წარმოქმნას. დამუშავებულ ზედაპირზე
არ შეინიშნება ობი და არ იწოვს ურბანულ ან ინდუსტრიულ ტერიტორიებზე წარმოქმნილ ატმოსფერულ
ჭუჭყს. ზედაპირზე ნაწილდება მარტივად და ერთგვაროვნად და უზრუნველყოფს ზედაპირის ხანგრძლივ
დაცვას. იგი წყალში ხსნადია და წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს.
გამოიყენება: MONOSEAL იდეალური გადაწყვეტილებაა ექსტერიერის ვერტიკალური ზედაპირების
იზოლირებისათვის: ბეტონი, თაბაშირი, აგური, ხე, ცემენტი და სხვ. გამოიყენება სანაპირო, მთიან,
ინდუსტრიულ და ურბანულ ტერიტორიებზე განლაგებულ ახალ და ძველ შენობებზე.
დაფარვის უნარიანობა: 1ლ./8-10მ², კარგად მომზადებულ ზედაპირზე. დამოკიდებულია ზედაპირის
შეწოვის უნარზე.
შრობის ხანგრძლივობა - შემდეგი ფენა: შეხებით მშრალი 2 საათში. შემდეგი ფენა ესმება 4 საათის
შემდეგ. ცივი და ნესტიანი ამინდის პირობებში შრობის დრო მატულობს. მოხმარებისა და შრობის დროს
ტემპერატურა უნდა აღემატებოდეს 10oC.
ფერები: ხელმისაწვდომია თეთრი ფერი. MONOSEAL შესაძლებელია აირიოს განუსაზღვრელი რაოდენობით
ფერში VERNILAC-ის COLOR CREATIONS დანადგარის საშუალებით.
დაფასოება: 750 მლ. / 3 ლ. / 10 ლ.
მსგავსი პროდუქტები