მაღალი ხარისხის საღებავები
ძებნა
Geo Eng
სიახლეების გამოწერა
გამოწერა
კატეგორიები
პროდუქტის შეფასება:
DUROCRYL ROOF
ერთკომპონენტიანი, ელასტიური, წყალგაუმტარი მემბრანა იდეალურია ჰერმეტიზაციისა და იზოლაციის
მიზნით ბეტონისა და ფილებით გადახურული სახურავებისათვის ბეტონის კიდეების ჩათვლით, ქვის
რაფებზე, გემბანზე, ტერასაზე, აივანზე, მანსარდის ფანჯრებზე, ძირითადად მშენებლობის სფეროში
არსებულ უმეტეს ზედაპირებზე, რომლებიც წყლის გაჟონვისა და ნესტისგან საჭიროებს დაცვასა და
იზოლირებას. DUROCRYL ROOF გამოირჩევა მაღალი ადჰეზიით, წარმოქმნის დრეკად, წყალგაუმტარ
მემბრანას, რაც უზრუნველყოფს ზედაპირის ხანგრძლივ დაცვას. განსაკუთრებულ წინააღმდეგობას უწევს
ამინდის მკვეთრ ცვალებადობას და მკაცრ ბუნებრივ პირობებს (ყიდვა-სიცხე) და ინარჩუნებს ელასტიურობას
ტემპერატურის შემდეგ დიაპაზონში -15°C-დან +80°C-მდე. DUROCRYL ROOF წყალზე ბაზირებულია,
ეკოლოგიურად სუფთაა, წინააღმდეგობას უწევს ატმოსფერულ კოროზიას და ირეკლავს ულტრაიისფერ
რადიაციას, ანიჭებს რა ზედაპირს თბოსაიზოლაციო თვისებებს. DUROCRYL ROOF ყველაზე საიმედო და
ეკონომიური გადაწყვეტაა იზოლაციის პრობლემების არსებობისას.
გამოიყენება: ნებისმიერ ჰორიზონტალურ ან ვერტიკალურ, ძველ თუ ახალ ზედაპირზე: ბეტონი,
თაბაშირი, აგური, ხე, ქვა და სხვა სამშენებლო მასალა.
დაფარვის უნარიანობა: დაახლოებით 1ლ./0.8მ² ერთ ფენაზე, სათანადოდ მომზადებულ ზედაპირზე.
შრობის ხანგრძლივობა - შემდეგი ფენა: შეხებით მშრალი 3-4 საათში. შემდეგი ფენა ესმება 24 საათის
შემდეგ. ცივი ან ნესტიანი ამინდის პირობებში შრობის დრო მატულობს. მოხმარებისა და შრობის დროს
ტემპერატურა უნდა აღემატებოდეს 10oC.
ფერები: ხელმისაწვდომია თეთრი ფერი.
დაფასოება: 3 ლ. / 9 ლ.
მსგავსი პროდუქტები